Thumbnail
  • შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბრეოგანს ეთამაშება
  • ბრეოგანის მთავარმა მწვრთნელმა ვალკო მრშიჩმა ქართველ ცენტრზე ისაუბრა

გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს, 33 წლის ქართველი ცენტრი კი ესპანეთში მორიგ წარმატებულ სეზონს ატარებს და თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.  

ტენერიფე ACB ლიგის მორიგ ტურში, შაბათს, სტუმრად ბრეოგანს ეთამაშება, რომელსაც ვალკო მრშიჩი წვრთნის. ხორვატმა სპეციალისტმა მეტოქეზე საუბრისას გიორგი შერმადინი და მარსელო უერტასი ახსენა.  

"ტენერიფე არის გუნდი, რომლის შემადგენლობაში მინიმალური ცვლილებები მოხდა, მისი კალათბურთელები ერთად დიდი ხანია თამაშობენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ. გუნდი ლიდერია და მის სიძლიერეზე ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, ვიმოქმედოთ გუნდურად და ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.

შერმადინსა და უერტასს რაც შეეხება, გუნდისთვის ორივე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ისინი დიდი ხანია ერთად გამოდიან, შეთამაშებულები არიან და ძალიან სახიფათონი არიან, რადგან მეტოქეთა წინააღმდეგ ბევრ იარაღს ფლობენ. მაგრამ ამ გუნდში მხოლოდ ისინი არ არიან და ბევრი კარგი მოთამაშეა". 

ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 8 თამაშიდან 7 მოიგო და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ბრეოგანი 4-4 მოგება-წაგებით მე-8 ადგილზეა. გიორგი შერმადინი ლიგაში საშუალოდ მატჩში 21:15 წუთს თამაშობს, 14,5 ქულას, 5 მოხსნას და 1 პასს აგროვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები