Thumbnail
  • პაულო კოსტა მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ეს ნაკრები მუნდიალს ვერ მოიგებს
  • ცნობილ სპორტსმენს ძველი გუნდი და დრო მოსწონს

UFC-ის ვარსკვლავმა პაულო კოსტამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოიგებს, არგუმენტები, კი საკმაოდ ორიგინალური ჰქონდა. 

ბრაზილიელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ 20 წლის წინანდელი 'სალესაო' უკეთესი გუნდი იყო. 

"ბრაზილიის ნაკრები სოლიდური მაშინ გახლდათ, როცა გუნდში ნარკოდილერები ჰყავდათ, რომლებიც პარტიის წევრებსა და ტრანსსექსუალებთან სქესობრივი კავშირის მქონე ფეხბურთელებს ისეთ მოთამაშეებად აქცევდა, როგორიც რონალდინიოა. ახლა კი ფემინისტები გახდნენ და ბოდიშს იმიტომ იხდიან, რომ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალები არიან. ასეთი გუნდი მუნდიალს ვერ მოიგებს, ძველი დრო დააბრუნეთ," - დაწერა კოსტამ. 

ნარკოდილერი ადიელი გახდა (ფოტოზე რონალდინიოს გვერდით), რომელიც ერთი პერიოდი სანტოსში გამოდიოდა, შემდეგ კი ნარკოტიკების გაყიდვის გამო ციხეში ჩასვეს. ტრანსსექსუალთან სქესობრივი კავშირი რონალდოს ჰქონდა. პარტიის წევრში ბორაშინია, სავარაუდოდ, რომარიოს გულისხმობდა, რომელიც რიო დე ჟანეიროს სენატორი გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები