Thumbnail

ფიფამ ფანებს კატარის სტადიონებზე ჯვაროსნების კოსტიუმით მისვლა აუკრძალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრიტანელ გულშემატკივრებში ჯვაროსნების კოსტიუმები საკმაოდ პოპულარულია 
  • მაგრამ ასეთი ჩაცმულობა მუსულმანებისთვის შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გულშემატკივრებს კატარის სტადიონებზე ჯვაროსნების კოსტიუმებით გამოჩენა აუკრძალა, რადგან მუსულმანურ ქვეყანაში ის შესაძლოა შეურაცხყოფად აღიქვან. 

"ჯვაროსნების კოსტიუმები არაბულ კონტექსტში შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს მუსულმანებთან მიმართებაში. ამიტომ ანტიდისკრიმინაციული განყოფილებიდან ჩვენმა კოლეგებმა გულშემატკივრებს ასეთი სამოსის დაფარვა ან შეცვლა სთხოვეს", -  ნათქვამია ფიფას განცხადებაში. 
 
იქამდე ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისის ნაკრების ორ გულშემატკივარს, რომლებიც რაინდების ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ხელთ პლასტმასის ხმლები და ფარები ჰქონდათ, ირანთან მატჩზე (6:2) დასწრების უფლება არ მისცეს.

ანტიდისკიმინაციულმა ჯგუფმა Kick It Out-მა ასევე ურჩია გულშემატკივრებს, უარი თქვან კოსტიუმებზე, რომლებითაც რაინდებსა თუ ჯვაროსნებს განასახიერებს - შუა საუკუნეების ქრისტიან მებრძოლებს, რომლებიც მუსულმანთან წინააღმდეგ ომს აწარმოებდნენ.

როგორც წესი, რაინდებისა და ჯვაროსნების ფორმებით სტადიონებზე ბრიტანელი გულშემატკივრები ჩნდებიან. დიდი ბრიტანეთი კატარის მსოფლიოს ჩემპიოანტზე ორი ნაკრებით არის წარმოდგენილი - ინგლისისა და უელსის, რომლებიც ერთ ჯგუფში მოხვდნენ ირანსა და აშშ-ისთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები