Thumbnail
  • ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ დაეხმარება
  • პსჟ-ის შემტევმა დაზიანება სერბეთთან მოგებულ შეხვედრაში მიიღო

Marca-ს ინფორმაციით, 2022 წლის მუნდიალზე სერბეთის ნაკრებთან მოგებული (2:0) მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს, მინიმუმ, ორ შეხვედრაში გამოაკლდება. 'სალესაოს' ვარსკვლავი შვეიცარიასა და კამერუნთან ვერ ითამაშებს, პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, გუნდს დაუბრუნდება. 

ტრავმის შესახებ ინფორმაცია ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმაც დაადასტურა: "მომდევნო ორ მატჩში გუნდის განკარგულებაში ვერ იქნება, მაგრამ ის მუშაობს იმისათვის, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ გუნდს დაუბრუნდეს", - თქვა ლასმარმა.

სერბებმა ბრაზილიელი შეტევის წინააღმდეგ თამაშის წესები, ჯამში, 9-ჯერ დაარღვიეს. რამდენიმე უხეში ვარდნის შედეგად ნეიმარს კოჭი მიდამო დაუზიანდა. შეშუპება ფოტოებზეც კი ნათლად ჩანდა.

სერბეთის ნაკრებთან შეხვედრაში ნეიმარის გარდა, ტრავმა დანილომაც მიიღო და როგორც გაირკვა, ბრაზილიელი მცველიც ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი იმედოვნებს, რომ პლეი ოფისთვის ისიც მზად იქნება.

ბრაზილიის ნაკრები მიმდინარე მსოფლიოს თასზე G ჯგუფში გამოდის და პირველი ტურის შემდეგ შვეიცარიელებთან ერთად ლიდერი გახლავთ. 'სალესაო' მომდევნო შეხვედრაში სწორედ ევროპულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 28 ნოემბერს, ორშაბათს გაიმართება. თუ ბრაზილია პლეი ოფში გავა, ასევე ორშაბათს, 5 დეკემბერს ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები