Thumbnail

იტალიური ნაპოლი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, ესპანელი ადამა ტრაორეს დამატებას აპირებს. 

26 წლის გარემარბს ინგლისურ ვულვზთან კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის და როგორც La Gazetta dello Sport წერს, ის სერია A-ს კლუბში გადასვლას უფასოდ შესძლებს.

ცნობისთვის, ტრაორე ბარსელონას აღზრდილია და კატალონიურ გრანდში 2004-2015 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ კი, ინგლისში გადაბარგდა, სადაც ასტონ ვილასა და მიდლსბროს ღირსებასაც იცავდა.

წლეულს იანვარში ის ბარსელონაში იჯარის წესით დაბრუნდა და ესპანელებს უფლება ჰქონდათ, 30 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, ადამა გამოესყიდათ, თუმცა, ამ ოფციით არ ისარგებლეს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ტრაორემ 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, ეროვნულ გუნდში კი 8 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები