Thumbnail
  • ინგლისის ნაკრები ითხოვს, რომ მათ ნაკრებთან ყოფნისას ნიღბები აუცილებლად გამოიყენონ
  • გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებში კორონავირუსი რამდენიმე ადამიანს აქვს

ინგლისის ნაკრებმა ამერიკასთან შეხვედრამდე ფიფას წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ ნაკრებთან ყოფნისას ორგანიზატორებმა პირბადეები გამოიყენონ. ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ინგლისის ნაკრებს საორგანიზაციო საკითხებში ეხმარებიან.

ირანთან ნაკრების შემდეგ, ინგლისის ნაკრების დელეგაციაში რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნაკრებში რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინგლისის ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ირანის ნაკრები 6:2 დაამარცხა და ამერიკასთან შეხვედრის შემდეგ, უელსის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები