Thumbnail

ბრაზილიის ნაკრების შემტევმა, ნეიმარმა სერბეთთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს. ნეიმარი ბრაზილიას შვეიცარიასთან და კამერუნთან გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მუნდიალზე თამაშის იმედი აქვს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რაფიანიამ სოციალურ ქსელში 'სელესაოს' ლიდერის ფოტო გამოაქვეყნა და ბრაზილიელი ქომაგები გააკრიტიკა.

''არგენტინის გულშემატკივრები მესის ისე ექცევიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიის გულშემატკივრები რონალდუს ისე ექცევიან, როგორც მეფეს. ბრაზილიის გულშემატკივრებს სურთ, რომ ნეიმარს ფეხი მოტყდეს.

ნეიმარის ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა. ბრაზილია მის ნიჭსა და ფეხბურთს არ იმსახურებს'', - წერს რაფინია ინსტაგრამის სთორიში.

ბრაზილიამ ჯგუფის პირველ მატჩში სერბეთს 2:0 მოუგო და ნეიმარმა ტრავმა სწორედ იმ შეხვედრაში მიიღო. ტიტეს ნაკრები მომდევნო ტურში შვეიცარიას შეხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს კამერუნთან მატჩით დაასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები