Thumbnail
  • ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა ფინეთში მე-3 ადგილი დაიკავეს
  • ანასტასია გუბანოვას მე-7 ადგილი და მორის ყვითელაშვილის წარუმატებლობა

ISU-ს გრან პრის მორიგი ეტაპი ფინეთის ქალაქ ესპოოში გაიმართა, სადაც წარმატებას მიაღწია ქართულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის შემადგენლობით. 8 მონაწილე წყვილს შორის ანასტასიამ და დანიილმა მე-3 პოზიცია დაიკავეს და დიდებში პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. 

ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი ესპოოში

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და პარკმანი 62.59 ქულით მესამე პოზიციაზე იყვნენ, იტალიური და ამერიკული დუეტების შემდეგ, მეორეადგილოსანთან ჩამორჩენა ნახევარი ქულაც კი არ იყო. თავისუფალ პროგრამაში მათ 103.97 ქულა მიიღეს (კვლავ მესამე პოზიცია). ქართველებმა ამერიკელ კონკურენტებს კი გადაასწრეს, მაგრამ საოცრად იასპარეზეს გერმანელებმა, რომელთაც ანასტასია და დანიილიც ჩამოიტოვეს. საბოლოოდ, მეტელკინა და პარკმანი 166.56 ქულით პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ. გრან პრი იტალიელებმა, რებეკა გილარდიმ და ფილიპო ამბროზინიმ მოიგეს - 189.74 ქულა. ალისა ეფიმოვა და რუბენ ბლომაერტი (გერმანია) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ - 170.75.

ვაჟთა შორის მორის ყვითელაშვილმა იასპარეზა და კვლავ არცთუ დამაჯერებლად. მოკლე პროგრამის შემდეგ ის 12 მონაწილეს შორის 62.42 ქულით ბოლო ადგილზე იყო. მართალია, მორისმა თავისუფალში ორ მეტოქეს მაინც აჯობა, მაგრამ საბოლოოდ 196.80 ქულით წინ ვერ წაიწია. 

ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 56.03 ქულით მე-9 ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამაში 110.54 ქულით მერვე ადგილი დაიკავა. ორჭიდში გუბანოვამ 166.57 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა 12 მონაწილეს შორის. 

კომენტარები

ბოლო ამბები