Thumbnail
  • კერავნოსი 103:85 ანორთოსისი
  • ქართველი კალათბურთელი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, დუდა სანაძის ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში შეხვედრა 18 ქულით დათმო - 85:103.

სანაძის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 19 ქულას აგებდა და მატჩის მოგების შანსიც აღარ ჰქონდა. დუდამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 9 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ სანაძემ 7-დან 7 სამქულიანი ააცილა.

დუდას ორ მატჩში 44 ქულა აქვს ჩაგდებული. ანორთოსისმა 6 ტურში მეოთხედ წააგო და 11-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს. სანაძის კლუბი მომდევნო ტურში აპოლონს შეხვდება, რომელიც ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები