Thumbnail
  • 📅 28 ნოემბერი | 🏟 დოჰა | ⌚ 20:00 | 🟠 ბრაზილია V შვეიცარია
  • შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია მატჩის წინ

ბრაზილიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის წინ, შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი აცხადებს, რომ ნეიმარის არყოფნა მისი გუნდისთვის უპირატესობას არ ნიშნავს.

“ფეხბურთის ნებისმიერ მოყვარულს გული უნდა ეტკინოს, როცა გაიგებს, რომ ასეთი ფეხბურთელი მოედანზე ვერ გავა, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებს საკმარისად ჰყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელები იმისათვის, რომ ნეიმარის გარეშეც იდეალურად ითამაშოს. მისი არყოფნა ჩვენს ამოცანას არ აიოლებს,” - განაცხადა 48 წლის იაკინმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

'ვიცით, რა შეგვიძლია და ისიც ვიცით, რომ ჩვენი მომენტები გვექნება'

შვეიცარიელთა დამრიგებელს მიაჩნია, რომ “სელესაო” ნეიმარის გარეშეც მუნდიალის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია”. “მიმაჩნია, რომ ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ვიცით, რა შეგვიძლია და ისიც ვიცით, რომ ჩვენი მომენტები გვექნება. საკმარისად გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბურთი იციან და ბრაზილიელთა პრესინგს გაუმკლავდებიან. მოკლედ, ჩემი გუნდი მზადაა, რომ კარგი თამაში აჩვენოს,” - აღნიშნა იაკინმა.

შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი მურატ იაკინი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

2018 წელს შეიცარიის ნაკრებმა ბრაზილიასთან ჯგუფურ ეტაპზე ფრეს მიაღწია. “მას შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით და ზოგიერთი დიდი გუნდი გავაბრაზეთ. თავდაჯერება არ გვაკლია, გვინდა, რომ დიდ გუნდს წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვიგოთ.” - ეს შვეიცარიელთა ნახევარმცველის, ჯერდან შაჩირის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ ბრაზილიას და შვეიცარიას 3-3 ქულა აქვთ. კამერუნი და სერბეთი კი უქულოდ არიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები