Thumbnail
  • აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მესამე ეტაპი გაიმართა
  • დათუნა არჯევანიძე და სანდრო თავართქილაძე ჩემპიონები გახდნენ

წინა ეტაპებზეც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ და სეზონის აბსოლუტური ტრიუმფით დასრულება მოსალოდნელიც იყო: ახალგაზრდა ქართველი მრბოლელები, სანდრო თავართქილაძე და დათუნა არჯევანიძე აღმართს დაძლევაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. DS Racing-ის გუნდის წევრებმა სამივე ეტაპზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და კიდევ ერთი დუბლთან ერთად უკვე ჩემპიონობაც იზეიმეს.

პროფესიონალ მრბოლელთა შორის აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი ორბეთში ჩატარდა. ტურნირი სამ კლასში გაიმართა - Absolute class, 2B Class და 5B Class. არჯევანიძემ და თავართქილაძემ თავიანთ კლასებში ამ ეტაპზეც საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს.

დათუნა არჯევანიძე (DS Racing): "ყველა კლასში დიდი კონკურენცია იყო, ძალიან კარგი მრბოლელები ასპარეზობდნენ. ბედნიერი ვარ, რომ მე და სანდრომ ყველა ეტაპის მოგება მოვახერხეთ და ჩემპიონები გავხდით. ჩემი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ტექნიკამაც ბოლომდე გაგვიძლო. მომავალი სეზონისთვის ეს სტიმული იქნება, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, ქვეყნის ფარგლებს გავცდეთ და საქართველო ევროპაში ვასახელოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი კარგი შედეგი "ევროპაბეთის" გვერდში დგომის გარეშე ვერ მექნებოდა."  

სანდრო თავართქილაძე (DS Racing): "აბსოლუტ კლასში საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე ზედიზედ მესამედ მოვიპოვე. საკმაოდ კარგი სეზონი გამოდგა. იყო ტექნიკური პრობლემებიც მანქანასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ ამან ხელი ვერ შემიშალა და სამი შეჯიბრიდან ყველას მოგება მოვახერხე. ამასთან ერთად, ჩემი გუნდელიც თავის კლასში ჩემპიონი გახდა და დუბლიც შევასრულეთ, რაც ორმაგად სასიხარულოა და მოტივაციას გვაძლევს, რომ შემდეგ წელსაც იგივე გავიმეოროთ. დღეს საკმაოდ სოლიდური სხვაობით შევძელი რბოლის მოგება და სეზონი კარგ განწყობაზე დავხურე." 

შეგახსენებთ, რომ დათუნა არჯევანიძემ და სანდრო თავართქილაძემ აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველ და მეორე ეტაპებზეც წარმატებულად იასპარეზეს. DS Racing-ის წევრებმა თავიანთ კლასებში მაშინაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ორი დუბლი გაიფორმეს.

აღმართის დაძლევის სამივე კლასში ასეთი სამეულები მივიღეთ:

Absolute class
1. სანდრო თავართქილაძე
2. სანდრო ლომინაძე
3. ვანო მძელური


2B Class
1. ვანო მძელური
2. ვალერი გიორგაძე
3. სანდრო ლომაძე

5B Class
1. დათუნა არჯევანიძე
2. გუგა თათულაშვილი
3. მერაბ სალუქვაძე

კომენტარები

ბოლო ამბები