Thumbnail
  • რატი ნანავამ 14-იდან 13 შეხვედრა მოიგო
  • გრანდ ფინალი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის თანამშრომლობის შედეგად ქართულ გეიმინგში ზედიზედ მეორე წელია ყველაზე მასშტაბური ტურნირი დარდება. ჩემპიონატი შვიდ სახეობაში იმართება, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ლარია. 

eFootball პირველი სახეობაა, რომელშიც გრანდ ფინალისტები გამოვლინდნენ - ღონისძიების დასკვნით ეტაპს ძმები - რატი და მათე ნანავები ითამაშებენ.

eFootball-ის ჩემპიონატმა სტარტი 9 ნოემბერს აიღო. TOP 8 მოთამაშის გამოსავლენად ორდღიანი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა, ფინალურ სტადიაზე ნანავებთან ერთად ოთო ქუთათელაძე, გიორგი იოსავა, ნიკოლოზ კევლიშვილი, გიორგი პეტრიაშვილი, დავით ნებიერიძე და ცოტნე ეჯიბია მოხვდნენ, ამ უკანასკნელის საუკეთესო მოთამაშეებს შორის გამოჩენა მოულოდნელი შედეგი იყო.

ტურნირი ლოგიკური სცენარით განვითარდა, რატი ნანავამ (team protos) 14-იდან 13 შეხვედრა მოიგო და გრანდ ფინალის საგზური ძალიან მარტივად მოიპოვა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ერთადერთი ფრე მათე ნანავასთან ითამაშა. მეორე ადგილისთვის ერთბაშად სამი მოთამაშე იბრძოდა, საბოლოო ჯამში, ქართული ჩემპიონატების ტრადიცია არ დაირღვა და ფინალში ისევ ნანავების დერბს ვიხილავთ. 

მათე ნანავა ტურნირს კარგ ფორაში შეხვდა

eFootball-ის შეჯიბრი კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და პარასკევს იმართებოდა. მოთამაშეები ერთმანეთს 14 ტურის განმავლობაში წრიული სისტემით უპირისპირდებოდნენ. ჩემპიონი იანვრის ბოლოს ოლიმპირ სასახლეში გამოვლინდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს, რომელიც საუკეთესო ოთხეულზე გადანაწილდება. TOP 8-ის შედეგები კი ასეთია: 

🟠 პირველი ადგილი - რატი ნანავა (გრანდ ფინალი) 
🟠 მეორე ადგილი - მათე ნანავა (გრანდ ფინალი)
🟠 მესამე ადგილი - ოთო ქუთათელაძე (2000 ლარი)
🟠 მეოთხე ადგილი - გიორგი იოსავა (1000 ლარი)
🟠 მეხუთე ადგილი - გიორგი პეტრიაშვილი
🟠 მეექვსე ადგილი - ნიკოლოზ კევლიშვილი
🟠 მეშვიდე ადგილი - დავით ნებიერიძე
🟠 მერვე ადგილი - ცოტნე ეჯიბია

კომენტარები

ბოლო ამბები