Thumbnail
  • ქართულმა წვილმა მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა
  • მომდევნო დიდი ტურნირი იანვარში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატია

სპორტულ ცეკვებში ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართული საერთაშორისო ტურნირის (NRW Trophy) გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ფიგურულად მოციგურავეებმა რითმულ ცეკვაში 74.73 ქულა მიიღეს, თავისუფალში – 113.65 და ჯამში 188.38 ქულა მოაგროვეს, რაც მათთვის სეზონის საუკეთესო შედეგია.

ტურნირში 7 წყვილი მონაწილეობდა და აღსანიშნავია, რომ რევიამა და კაზაკოვამ მე-2 ადგილზე გასულ პოლონელ სპორტსმენებს 26.74 ქულით აჯობეს, ბრინჯაო კი გერმანელებს ერგოთ.

მარიასა და გიორგის მომდევნო მნიშვნელოვანი შეჯიბრი უკვე გაისად ელით, როდესაც ფინურ ესპოოში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ჩავლენ.

ტურნირი 23-29 იანვარსაა დაგგმილი და იქ საქართველო 2 სპორტული წყვილით, ორი კაცით, 1 ქალითა და ერთი მოცეკვავე წყვილით იქნება წარდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

📺 რევიას და კაზაკოვას თავისუფალი ცეკვა

კომენტარები

ბოლო ამბები