Thumbnail
  • საულ ალვარესს ლიონელ მესის მექსიკის მაისურისადმი მოპყრობა არ მოეწონა
  • კადრებში არ ჩანს, რომ ლეომ მეტოქე მიზანმიმართულად შეურაცხჰყო

რამდენიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა მექსიკელმა მოკრივე საულ ალვარესი არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის ტვიტერზე დაემუქრა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ აღნიშნავენ არგენტინელები მექსიკელების დამარცხებას და ერთ-ერთ კადრში ჩანს, ბუცის გახდისას როგორ ეხება მესი მექსიკის ნაკრების მაისურს.

"დაინახეთ, როგორც მოწმინდა იატაკი მესიმ ჩვენი გუნდის მაისურითა და დროშით?! უმჯობესია ილოცოს და ღმერთს შეევედროს, არასდროს შემხვდეს. ის ისე არ სცემს პატივს მექსიკას, როგორც მე არგენტინას. ცხადია, არ ვსაუბრობ მთელი ხალხის შესახებ, არამედ მხოლოდ იმ უღირს საქციელზე, რაც მესიმ ჩაიდინა," - დაწერა კანელომ.


ალვარესის ტვიტები უცნაურად გამოიყურება, თუ თავად ვიდეოს ვნახავთ. არგენტინელთა გასახდელში მექსიკის დროშა საერთოდ არ ჩანს, მაისურით კი, მესი იატაკს ნამდვილად არ წმენდს. სავარაუდოდ, ის მაისური ძირს გასახდელში არსებული ეიფორიის გამო აღმოჩნდა და კადრებიდან საერთოდ არ იკითხება, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანი მექსიკელების მიმართ უპატივცემულობას მიზანმიმართულად იჩენს.

კომენტარები

ბოლო ამბები