Thumbnail

იტალიის ნაკრებისა და მილანის ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერის განცხორციელების პროცესში მონაწილეობდა, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სულ მალე იტალიელებს კიდევ ერთი ქართველ ტალანტს წარუდგენს. 

40 წლის ძაკარდო, რომელიც "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი გახდა, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის 2003 წელსაა დაბადებული. 

ნეაპოლის კლუბისთვის ხვიჩას ტრანსფერი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა

"არის კიდევ ერთი ქართველი ტალანტი. 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელია. ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და მის ვინაობას მოგვიანებით შევიტყობთ", - განაცხადა ძაკარდომ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გასულ ზაფხულს, დინამო ბათუმიდან, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და იტალიურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა ლუჩანო სპალეტის გუნდში თავი ძალიან სწრაფად წარმოაჩინა და დღეს მისი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. ხვიჩამ 2022/23 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი მიითვალა, კიდევ 3-ჯერ კი პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები