Thumbnail
  • ნიდერლანდები 2:0 კატარი
  • ეკვადორი 1:2 სენეგალი

A ჯგუფი დასრულებულია, პლეი ოფში ბრძოლას ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებები აგრძელებენ, ეკვადორი ჩარჩა, მასპინძელი კატარი ძალიან სუსტი იყო და ის არც განიხილებოდა...

ლუი ვან გაალის გუნდმა მშვიდად დაამარცხა სუსტი კატარი - 2:0, გოლები კოდი გაკპომ და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს. "ორანიე" 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ამ მატჩში ნიდერლანდებს მემფის დეპაი დაუბრუნდა. 

კოდი გაკპომ სამივე ტურში გაიტანა

მეორე ადგილზე სენეგალი გავიდა, რომელიც ეკვადორთან მატჩის პირველ ტაიმში სარის პენალტით დაწინაურდა. მართალია, კაისედომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ კალიდუ კულიბალიმ ალიუ სისეს ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა. 

ნიდერლანდების ნაკრები B ჯგუფში მე-2 ადგილზე გასულ გუნდს ხვდება, ხოლო სენეგალი - პირველადგილოსანს. ამ ჯგუფის მატჩები 23:00-დან იწყება, ინგლისი უელსს ხვდება, ხოლო აშშ - ირანს. 

TOP ფეხბურთელი

კალიდუ კულიბალი - სენეგალის ნაკრების 31 წლის კაპიტანმა ეკვადორთან გამარჯვების გოლი გაიტანა და მისი ნაკრები მერვედფინალში პირადად გაიყვანა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ლუი ვან გაალს მუნდიალის მატჩებში 10 დაუმარცხებელი მატჩი აქვს (7 მოგება, 3 ფრე). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ მწვრთნელებს შორის, რომელთაც მუნდიალზე არ წაუგიათ. 

🟠 ფრენკი დე იონგმა ნაკრებში 1 180-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. მას სულ 2 გოლი აქვს ეროვნულ გუნდში. 

🟠 კოდი გაკბო მხოლოდ მეორე ფეხბურთელია მუნდიალების ისტორიაში, ვინც თავის პირველ სამ მატჩში გაიტანა, პირველი იყო ალესანდრო ალტობელი (იტალია. 1986 წ).

ნიდერლანდები 2:0 კატარი

გოლები: 1:0 გაკპო (26. კლაასენის პასით), 2:0 დე იონგი (49)

ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი - ტიმბერი, ვან დეიკი, აკე - დუმფრისი, დე როონი (82. კოოპმეინერსი), დე იონგი (86. ტეილორი), ბლინდი - კლაასენი (66. ბერგჰეისი) - გაკპო (82. ვეგჰორსტი), დეპაი (66. იანსენი)

კატარი (5-3-2): ბარაშამი - მოჰამედი (85. ხოდერი), პედრო მიგელი, ხუხი, ჰასანი, აჰმედი - ჰატემი (85. ალააელდინი), მადიბო (64. ბუდიაფი), ალ ჰაიდოსი (64. ასადალა) - ალმოეზ ალი (64. მუნტარი), აფიფი

ეკვადორი 1:2 სენეგალი

გოლები: 0:1 სარი (44-პენალტი), 1:1 კაისედო (68. ტორესის პასით), 1:2 კულიბალი (70)

ეკვადორი (4-1-2-3): გალინდესი - პრესიადო (85. პოროსო), ტორესი, ინკაპი, ესტუპინიანი - გრუესო (46. სიფუენტესი) - კაისედო, ფრანკო (46. სარმიენტო) - ვალენსია, ესტრადა (64. რეასკო), პლატა

სენეგალი (4-1-2-3): ე. მენდი - საბალი, კულიბალი, დიალო, იაკობსი - სისი (74. ნ. მენდი) - ი. გეიე, პ. გეიე - ნდიაიე (75. დიენგი), დია (95. სისე), სარი. 

კომენტარები

ბოლო ამბები