Thumbnail

UFC-ის ოფიციალური ვებ გვერდი: რომან დოლიძეს უნიკალური შანსი აქვს!

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • რომან დოლიძე ჯეკ ჰერმანსონს კვირა გამთენიისას დაუპირისპირდება
  • ქართველ მებრძოლს წონის ტოპ 10-ში შესვლის რეალური შანსი აქვს

რომან დოლიძე (11-1) კარიერაში მე-13, UFC-ში კი მეშვიდე ბრძოლას კვირა გამთენიისას, საშუალო წონის რეიტინგის მერვეადგილოსანი ნორვეგიელი ჯეკ ჰერმანსონის (23-7) წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩის წინ ორგანიზაციის ოფიციალური ვებ გვერდი აქვეყნებს სტატიას 'აღმასვლის გზაზე მყოფი მებრძოლები' და 3 სპორტსმენს შორის ქართველ სპორტსმენსაც ასახელებს. 

რომანმა კარიერის ბოლო ორი ჩხუბი 1-ელ რაუნდში, ნოკაუტით მოიგო. ჯერ კაილი დოკასი (11-3) დააფინიშა, ამერიკელს კი მისი თანამემამულე ფილ ჰოუსი (12-4) მიაყოლა. 'კავკასიელს' UFC-ში გამართული 6 მატჩიდან 5 მოგება აქვს და თავისი წონის რეიტინგში მე-19 ადგილს იკავებს. 

"ბოლო ბრძოლაში გამარჯვებიდან 5 კვირის შემდეგ რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება და ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება. ქართველმა კარიერის საუკეთესო ჩხუბები კაილი დოკასისა და ფილ ჰოუსის წინააღმდეგ ჩაატარა. დოლიძეს საშუალო წონისთვის ზედმეტად დიდი გაბარიტები აქვს და ბრძოლას ისევ ავითარებს. რომანი პროფესიონალი MMA სპორტსმენი მხოლოდ 2016 წელს გახდა და ახლა აქვს შანსი ტიტულის კონტენდერებს შორის საკუთარი სახელი გამოაჩინოს, ცხადია, თუ ჰერმანსონს დაამარცხებს.

'ჯოკერი' ძალიან სახიფათო გამომცდელად იქცა, რომელიც ტიტულის პრეტენდენტებმა აუცილებლად უნდა გადალახონ. ბოლო 6 ჩხუბში ნორვეგიელი 2 ისეთი მებრძოლთან დამარცხდა, რომლებმაც ქამარზე იჩხუბეს, მესამე დივიზიონის ერთ-ერთი ვარსკვლავი შონ სტრიქლენდი (25-4) იყო, რომელთანაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მასთან გამარჯვება დოლიძეს მომავალ წელში მაგარი სერიით გადაიყვანს, დამარცხების შემთხვევაში ქართველს ვერავინ დაადანაშაულებს, რადგან ტოპ სპორტსმენს დაუგეგმავად ეჩხუბება. როცა რთულად შესასრულებელ დავალებას თანხმდები, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შენს გამოსვლას დაველოდოთ და ვნახოთ, ისარგებლებ თუ არა უნიკალური შესაძლებლობით."

რომან დოლიძისა და ჯეკ ჰერმანსონის ბრძოლა კვირას, 4 დეკემბრის გამთენიისას გაიმართება. საღამოს მთავარი ჩხუბი სტივენ ტომპსონსა და კევინ ჰოლანდს შორის გაიმართება, მეინ ქარდი 07:00 საათზე დაიწყება. ქართველის მატჩი მეინ ქარდზე მეორეა.

კომენტარები

ბოლო ამბები