- ლორენცო ინსინიე ნაპოლიში შესაძლოა იჯარით დაბრუნდეს
- MLS-ში მარტამდე პაუზაა, მანამდე ლორენცოს სხვა გუნდში გადასვლა შეუძლია
- პირველი ვარჯიში ტრავმის შემდეგ - ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის დაუბრუნდა
ლორენცო ინსინიე შესაძლოა დროებით ნაპოლიში დაბრუნდეს. სენსაციურ ინფორმაციას Radio Kiss Kiss Napoli ავრცელებს. საქმე ისაა, რომ MLS-ში მარტამდე სეზონი არ განახლდება, შესაბამისად, ამ პერიოდში ინსინიეს შეუძლია სხვა გუნდში იჯარით გადასვლა.
აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა აქამდეც არსებობდა. მაგალითად, 2009 და 2010 წლებში მილანმა ლოს ანჯელეს გელექსიდან დევიდ ბექჰემი იჯარით დაიმატა. ასე რომ, არაა გამორიცხული ინსინიეს შემთხვევაშიც იგივე მოხდეს.
წყაროს თანახმად, თუ ეს ვარაუდი გამართლდა, ლორენცო ამ 4 თვის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი იქნება, რათა ქართველ ფეხბურთელს გადატვირთულ გრაფიკში დასვენების საშუალება მიეცეს. ამჟამად ხვიჩას ნაპოლიში პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს.

საინტერესოა, რომ ინსინიე დღეს ნაპოლის ბაზაზე იყო, სადაც ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა, თუმცა, რასაკვირველია, ეს ფაქტი მის შესაძლო დაბრუნებასთან კავშირში არ არის.
შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე ნეაპოლელია და ნაპოლის აღზრდილია. მან მშობლიური კლუბი გასულ ზაფხულს დატოვა და კარიერა კანადურ ტორონტოში გააგრძელა.
კომენტარები