Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია იაპონიასთან მატჩამდე
  • 'ფურია როხას' თავკაცს ჯგუფში მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლა უნდა

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 ტურში ესპანეთის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი ფრეზე არავითარ შემთხვევაში ითამაშებს და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა, რადგან ესპანელებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ესპანეთის გზა მეოთხედფინალში შესაძლოა ბრაზილიასთან გადაიკვეთოს.

...ჯგუფში პირველობაზე: "ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს. გარდა ამისა, გვინდა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ და არ ვაპირებთ გათვლების გაკეთებას, ამას აზრი არ აქვს. იმედი მაქვს, რომ მეოთხედფინალში ბრაზილიას შევხვდებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ ორივემ ჯგუფებში პირველი ადგილები დავიკავეთ. ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა უნდა დაამარცხო, ვისაც შეხვდები. მაღალი დონის სპორტში გათვლები არ არსებობს, ან ეს ჩვენ არ გვესმის. ჯგუფში პირველობა ნიშნავს, რომ საუკეთესოები ვიყავით".

...ფრეზე თამაშის რისკზე: "წარმოიდგინეთ, ანგარიში 0:0-ია და ორივე მატჩში 95-ე წუთზე იაპონიამ და კოსტა რიკამ გოლები გაიტანეს - ჯგუფში ჩავრჩებით. ამიტომაც, რისკზე არ წავალთ, აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ, ფეხბურთში უფრო ადვილი გზა არ არსებობს. გვინდა, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად საუკეთესო მეტოქეების დამარცხებაა საჭირო".

ლუის ენრიკე ფრეზე თამაშს არ აპირებს

...თავისუფალი დღე ფეხბურთელებს: "ეს ნორმალურია. გუნდში პატარა ბიჭები არიან, მაგრამ ზოგიერთებს შვილებიც ჰყავთ. ვფიქრობ, დადებითია, რომ დასვენების დღე აქვთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად არიან. ეს ყველას გვჭირდება, მარსიდან არავინ ვართ".

...იაპონიის ნაკრებზე: "იაპონია ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან დინამიური, სწრაფი და ასევე მძიმე გუნდია, რადგან პრესინგზე კარგად თამაშობს. გამოვყოფ ნახევარდაცვას, რომლისთვისაც ბურთის წართმევა ძალიან რთულია. ვაპირებთ, რომ თამაშში ჩვენი დომინირება იყოს, ეს ჩვენს უნარებს შეესაბამება, მაგრამ მათ დაცვაში კარგად თამაში შეუძლიათ. ამიტომ, სიტუაცია კარგად უნდა ვაკონტროლოთ".

შეგახსენებთ, რომ E ჯგუფში ესპანეთის ნაკრებს 4 ქულა აქვს, ხოლო იაპონიას - 3. ამავე ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ კოსტა რიკისა (3 ქულა) და გერმანიის ნაკრებებიც (1).

კომენტარები

ბოლო ამბები