Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 ტურში ბელგიის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება და ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ 3 ქულის მოპოვება სჭირდება.

მატჩის წინ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ბელგიის ნაკრების ფეხბურთელებს ერთმანეთში კონფლიქტი აქვთ.

"არსებობს მედია, რომელსაც უყვარს ყალბი და ნეგატიური ამბების გავრცელება, იმის მაგივრად, რომ მხარი დაუჭიროს ბელგიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერ გუნდს. არ ვიცი, საიდან მოდის ეს ამბები და ვინ აქვეყნებს. თუმცა, ვინც ეს გააკეთა, საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერის ნაცვლად, ბელგიის ნაკრებს ავტოგოლი გაუტანა. ეს ადამიანი ნამდვილი გენიოსია", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

მარტინესს სჯერა, რომ ბელგიის ნაკრებს პლე ოფში გასვლა და იქ მომატება შეუძლია:

"არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენს მიღმა ხდება. აქ მიზნის მისაღწევად ვართ და იმედია, ნამდვილ გულშემატკივრებს გავახარებთ. გვინდა, რომ ეს მეორე შანსი გამოვიყენოთ და პასუხის გასაცემად მართლაც კარგი მომენტია. ნამდვილად შეიძლება, ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ დაიწყოს. პირადად მე ამ მუნდიალზე ვერ ვნახე ვერცერთი გუნდი, რომელიც იდეალურად თამაშობს, ამიტომ, თუ ჯგუფიდან გავალთ, ვეცდებით, რომ პლეი ოფის ფაზაში მაქსიმალურ დონეს მივაღწიოთ".

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებს ორ ტურში 3 ქულა აქვს და ხორვატიის ნაკრებთან მიზნის მისაღწევად მოგება სჭირდება, ხოლო მეტოქისთვის სასურველი შედეგი ფრეც იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები