Thumbnail
  • საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა ნახევარფინალში იტალია გაანადგურა
  • ფინალურ შეხვედრაში ქართულმა ტრიომ უმძიმეს ბრძოლაში მოიგო

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის ტრიომ ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიის ბარიერი მარტივად გაიარა. მათ იტალიელ გოგონებს 22 ქულიანი უპირატესობით სძლიეს - 45:23.

ფინალი დაძაბული გამოდგა. ქართველმა პარამოფარიკავეებმა უკრაინის ნაკრებს ფინალში 45:42 სძლიეს და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვეს. ქართველი პარამოფარიკავეები პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს და ისევ მაღალი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე ნინა თიბილაშვილმა ფინალამდე მიაღწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები