- ტუნისი 1:0 საფრანგეთი
- ავსტრალია 1:0 დანია
D ჯგუფი დასრულებულია, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ავსტრალია გავიდა. დანიის ნაკრები ამ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მაგრამ ბოლო ადგილზე დაასრულა ერთადერთი ქულით. დეშამის ექსპერიმენტმა კი კარგად დაგვანახა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა არცისე ღრმაა, როგორც ბევრს ეგონა. ტუნისს სენსაციური გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონთან არ ეყო, რადგან პარალელურ მატჩში მეტიუ ლეკიმ ავსტრალიას მოაგებინა და პლეი ოფში გაიყვანა.

დიდიე დეშამმა ერთბაშად 9 ცვლილება განახორციელა, რადგან მის გუნდს პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, სერიოზული ცვლილებები მოხდა ტუნისის ნაკრებშიც, რომელმაც გაცილებით უკეთ დაიწყო მატჩი. მე-8 წუთზე ნადერ განდრიმ ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო, ის არ ჩაითვალა. 58-ე წუთზე ვაჰბი ხაზრიმ შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა დეშამის გუნდის კარში. საფრანგეთის ნაკრები მხოლოდ მას შემდეგ გამოცოცხლდა, რაც მოედანზე მბაპე, რაბიო, გრიზმანი და დემბელე გამოვიდნენ. ბოლოს VAR-მა გრიზმანის გოლი, რატომღაც, გააუქმა, ტუნისმა სენსაციური გამარჯვება იკმარა - 1:0.

მეორე საგზურის ბედი დიდწილად, ავსტრალიისა და დანიის დაპირისპირებაში წყდებოდა. ავსტრალიელებმა ანგარიში კონტრშეტევით გახსნეს, გოლი ფორვარდმა მეტიუ ლეკიმ გაიტანა - 1:0.
TOP ფეხბურთელი
მეტიუ ლეკიმ დანიის ნაკრების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და ავსტრალია მუნდიალის ისტორიაში მეორედ გაიყვანა პლეი ოფში.
მნიშვნელოვანი ფაქტები
🟠 1966 წლის მერე პირველად მოხდა, რომ საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი მუნდიალზე ჰქონდათ - აქსელ დისასი.
🟠 დიდიე დეშამმა წინა მატჩთან შედარებით 9 ცვლილება გააკეთა სასტარტო შემადგენლობაში, ყველაზე მეტი დიდი ტურნირების ისტორიაში.
🟠 სტივ მანდანდამ ბერნარ ლამას გადაუსწრო და გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე მუნდიალზე - 37 წლის და 247 დღის.
🟠 ვაჰბი ხაზრი პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, ვინც მუნდიალის ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა, რომელიც სასტარტოში დაიწყო. მუნდიალებზე ტუნისის ნაკრების ბოლო ხუთივე მატჩში მან უშუალო მონაწილეობა მიიღო (3 გოლი, 2 საგოლე პასი).
🟠 დანიამ ისტორიაში პირველად ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირველ ტაიმებში.
D ჯგუფი
ტუნისი 1:0 საფრანგეთი
გოლები: 1:0 ხაზრი (60. ლაიდუნის პასი), 1:1 გრიზმანი (98)
ტუნისი (3-4-3): დაჰმენი - განდრი, მერია, ტალბი - კეჩრიდა, სხირი, ლაიდუნი, მაალული - სლიმანი (83. აბდი), ხაზრი (60. ჯებალი), ბენ რომდანე (74. ჩაალელი)
საფრანგეთი (4-1-2-3): მანდანდა - ფოფანა (73. გრიზმანის), კონატე, ვარანი (63. სალიბა), დისასი - ჩუამენი - გენდუზი (79. დემბელე), კამავინგა - ვერეტო (63. რაბიო), კოლო მუანი, კომანი (63. მბაპე)
ავსტრალია 1:0 დანია
გოლი: 1:0 ლეკი (60. მაკგრის პასით)
ავსტრალია (4-4-2): რაიანი - დეგენეკი, სუტარი, როულსი, ბეჰიჩი - ლეკი (89. ჰრუსტიჩი), მუი, ირვაინი, გუდვინი (46. ბაკუსი) - მაკგრი (74. რაითი), დიუკი (82. მაკლარენი)
დანია (4-1-2-3): შმეიხელი - რ. კრისტენსენი (46. ბა), ანდერსენი, ა. კრისტენსენი, მაელე (69. კორნელიუსი) - ჰოიბერგი - იანსენი (59. დამსგაარდი), ერიკსენი - სკოვ ოლსენი (69. სკოვი), ბრაითვაითი (59. დოლბერგი), ლინდსტრიომი.

კომენტარები