Thumbnail
  • პორტუგალიის ნაკრების მცველს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება
  • ფეხბურთელმა იმავე ტრავმის გამო 3 კვირა პსჟ-შიც გამოტოვა

პორტუგალიის ნაკრების მცველი ნუნო მენდეში, დიდი ალბათობით, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "ეკიპი" წერს.

წყაროს თანახმად, მენდეშს ბარძაყის ტრავმა აქვს, ზუსტად ის დაზიანება, რომლის გამოც პარი სენ-ჟერმენში 3 კვირა გამოტოვა. ამგვარად, თუ ვარაუდი გამართლდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრებს მუნდიალზე ვერ დაეხმარება.

მენდეშმა ტრავმა ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ პირველივე ტაიმში მიიღო და მოედანი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ორი ტურში მოპოვებული 6 ქულით H ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდა, ბოლო ტურში კი, 2 დეკემბერს, სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები