Thumbnail

C ჯგუფში ყველაფერი დასრულებულია - არგენტინა მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა და მერვედფინალში ავსტრალიას ხვდება. აი, მეორე ადგილის ბედი კი ბურთების სხვაობამ გადაწყვიტა - პოლონეთმა და მექსიკამ 4-4 ქულა დააგროვეს, თუმცა ბურთების შეფარდება უკეთესი პოლონეთს აღმოაჩნდა. ლევანდოვსკი და კომპანია მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს ერგო. 

სკალონიმ პოლონეთთან სასტარტოში ენცო ფერნანდესი და ხულიან ალვარესი დააყენა. ლეო მესისთან ორთაბრძოლაში ვოიცეხ შჩესნი დაჯარიმდა, თუმცა პოლონელთა გოლკიპერმა თავისი შეცდომა გამოასწორა - ლეოს პენალტი აუღო! მეორე ტაიმი დაიწყო და ალექსის მაკ ალისტერმა ანგარიში გახსნა. ფერნანდესი ალვარესის კომბინაციას 68-ე წუთზე მანჩესტერ სიტის ფორვარდის გოლით დასრულდა - 2:0.

ლეო მესის პენალტი აუღო, სულ 9 'სეივი' მიითვალა

მექსიკელთა უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიკვეთა, 47-ე წუთზე მარტინმა ანგარიში გახსნა, ხოლო 52-ეზე საუდის არაბეთის კარში შესანიშნავი ჯარიმა ლუის ჩავესმა გაიტანა. 95-ე წუთზე ალ დავსარიმ საუდის არაბეთისთვის პრესტიჟის გოლი გაიტანა - 2:1. 

TOP ფეხბურთელი

მართალია, მისმა გუნდმა წააგო 0:2, მაგრამ ვოიცეხ შჩესნი დღეს იყო საოცარი, მესის პენალტი მოიგერია და ჯამში 9 "სეივი" დაუგროვდა. დაბოლოს, წაგების მიუხედავად, პოლონეთის ნაკრები მაინც გავიდა პლეი ოფში, ეს კი მისი დამსახურებაა, რადგან მექსიკას პოლონეთმა სწორედ ბურთების სხვაობით გაუსწრო. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ენცო ფერნანდესი ლეო მესის (2006) შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი, ვინც მუნდიალზე სასტარტოში დაიწყო - 21 წლის და 317 დღის. 

🟠 ლიონელ მესიმ მუნდიალზე 22-ე მატჩი ითამაშა და არგენტინის ნაკრების რეკორდსმენი გახდა, მან დიეგო მარადონას (21) გაუსწრო. 

🟠 ვოიცეხ შჩესნი ჟოელ ბატსის (1986) შემდეგ მეორე გოლკიპერია, რომელმაც მუნდიალზე პენალტი "აიკიდა" და შემდეგ მოიგერია. 

🟠 ლიონელ მესი მეორე ფეხბურთელია მუნდიალის ისტორიაში, რომელმაც, ორი პენალტი გააფუჭა - პირველი ასამოა გიანია (განა). თუმცა ლეო ერთადერთია, ვისაც ორი პენალტი აუღეს.  

🟠 ლუის ჩავესი პირველი მექსიკელია 1966 წლის მერე, ვინც მუნდიალზე ჯარიმა გაიტანა. 

C ჯგუფი

პოლონეთი 0:2 არგენტინა

გოლები: 0:1 მაკ ალისტერი (46. მოლინას პასით), 0:2 ალვარესი (67. ფერნანდესის პასით)

პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - კაში, გლიკი, კივიორი, ბერეჟინსკი (72. იდერჟეიჩიკი) - ბიელიკი (62. შიმანსკი), კრიხოვიაკი (83. პიონტეკი) - ჟიელინსკი, სვიდორსკი (46. სკორასი), ფრანკოვსკი (46. კამინსკი) - ლევანდოვსკი

არგენტინა (4-3-3): მარტინესი - მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია (59. ტალიაფიკო) - მაკ ალისტერი (83. ალმადა), დე პაული, ე. ფერნანდესი (79. პეცელა) - დი მარია (59. პარედესი), მესი, ხ. ალვარესი (79. ლაუტარო მარტინესი)

საუდის არაბეთი 1:2 მექსიკა

გოლები: 0:1 მარტინი (48. მონტესის პასით), 0:2 ჩავესი (52), 1:2 ალ დავსარი (95. ბაჰებრის პასით)

საუდის არაბეთი (3-4-3): ალ ოვაისი - ტამბაკტი, ალ ბოლეა (37. შარაჰილი), ალ ამრი - აბდულჰამიდი, ალ ჰასანი (46. მადუ), კანო, ალ განამი (88. ბაჰაბრი) - ალ ბურაიკანი, ალ შეჰრი (62. ალ ობუდი), ალ დავსარი

მექსიკა (4-1-2-3): ოჩოა - სანჩესი, მონტესი, მორენო, გალიარდო - ალვარესი (87. ფუნეს მორი) - პინედა (77. როდრიგესი), ჩავესი - ლოსანო, მარტინი (77. ხიმენესი), ვეგა (46. ანტუნია).

კომენტარები

ბოლო ამბები