Thumbnail

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პოლონეთს 2:0 მოუგო. მიუხედავად პირველ ტურში მარცხისა, არგენტინელებმა ჯგუფი მოიგეს და მერვედფინალში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

არგენტინელთა მხრიდან გოლები ალექსის მაკალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს, ლიონელ მესის პირველ ტაიმში პენალტის გატანა შეეძლო, თუმცა არგენტინის კაპიტანმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა, შჩესნიმ მესის აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების შესახებ ისაუბრა და თავის შეცდომაზეც გაამახვილა ყურადღება.

''პენალტის გაფუჭების გამო გაბრაზებული ვარ. ჩემი შეცდომის შემდეგ გუნდი მოედანზე უფრო ძლიერი გამოვიდა. ვიცოდით, რომ პირველი გოლი თამაშს სრულად შეცვლიდა.

ახლა მშვიდად უნდა ვიყოთ და მხოლოდ მომავალ მატჩებზე ვიფიქროთ. ახლა კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. იმედია, რომ თამაშს ასე გავაგრძელებთ და ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს.

ავსტრალიასთან მატჩი ძალიან რთული იქნება. ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია მოგება და მუნდიალზე ყველა თანაბარია. თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ'', - განაცხადა მესიმ მატჩის დასრულების შემდეგ.

არგენტინის ნაკრები მერვედფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნიდერლანდებსა და ამერიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები