Thumbnail

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში გასვლა პოლონეთის დამარცხებით მოახერხა (2:0). უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ლიონელ მესის 11-მეტრიანიდან ვოიცეხ შჩესნიმ არ გაატანინა, 46-ე წუთზე ანგარიშის გახსნა ალექსის მაკალისტერმა მოახერხა. 

თამაშის დასრულების შემდეგ ბრაიტონის 23 წლის ნახევარმცველმა მედიას ემოციები გაუზიარა.

"დღეს გუნდურად ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ეს თავდაჯერებას გვმატებს. კმაყოფილი ვარ, რადგან ეს დამაჯერებელი გამოსვლა იყო. მუდმივად მივისწრაფვით მიზნისკენ. ვფიქრობ, ისევ ის გუნდი ვართ, როგორიც უწინ ვიყავით. უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, ვიყავით მშვიდად და არ ვშფოთავდით. ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ”, - თქვა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში გამოსვლა, რომელშიც მეტოქეებად პოლონეთის გარდა, საუდის არაბეთი და მექსიკაც ჰყავდა, 6 ქულით და პირველი ადგილით დაასრულა. ლიონელ სკალონის გუნდი 1/8-ფინალში ავსტრალიას ეთამაშება. მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები