Thumbnail
  • ხორვატია 0:0 ბელგია
  • კანადა 1:2 მაროკო

F ჯგუფში ყველაფერი დასრულებულია: ბელგიის "ოქროს თაობა" სამარცხვინოდ დაემშვიდობა მუნდიალს, დე ბრუინმა და კომპანიამ ხორვატია ვერ გატეხა და 4 ქულით ჩარჩა ჯგუფში. პირველ ადგილზე კი, ბევრისთვის მოულოდნელად, მაროკოს ნაკრები გავიდა, რომელიც შესანიშნავად თამაშობს. მაროკო და ხორვატია ახლა E ჯგუფის ბოლო ტურის მატჩებს დაელოდებიან, რომლებშიც მათი სავარაუდო მეტოქეები გაირკვევიან 1/8 ფინალურ ეტაპზე. კანადის სიმპათიური ნაკრები კი 0 ქულით ასრულებს კატარში თამაშს. 

ლოვრენი და მოდრიჩი 1/8 ფინალში გასვლას ზეიმობენ

ხორვატიისა და ბელგიის დაპირისპირება მხიარულად დაიწყო, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მოდრიჩს მსაჯმა პენალტი არ დაარტყმევინა, რადგან VAR-ზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. მეორე ტაიმში ბელგიელთა შეტევები უფრო ინტენსიური გახდა, თუმცა ლუკაკუმ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა - 0:0. ბელგიამ სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. 

კანადელთა მეკარისა და მცველის შეცდომის შემდეგ, ჰაკიმ ზიეშმა ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გახსნა. 23-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმის პასით ენ-ნესირიმ ორამდე გაზარდა მაროკოს უპირატესობა, რასაც მაროკოელთა მცველის ავტოგოლი მოჰყვა - 1:2.

ჰაკიმ ზიეში მაროკოს ნაკრების ლიდერია

TOP ფეხბურთელი

20 წლის იოშკო გვარდიოლი გამოცდილი მცველივით სტაბილური და საიმედოა. ასე იყო ბელგიასთან მატჩშიც. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ბელგიის ნაკრებმა 21-ე საუკუნეში მუნდიალზე მეორე ყველაზე ასაკოვანი 11-ეული დააყენა - საშუალოდ, 31 წლის და 95 დღის. 

🟠 იუსეფ ენ-ნესირი გახდა პირველი მაროკოელი, ვინც ორ მუნდიალზე გაიტანა. ჰაკიმ ზიეში კი მესამე მაროკოელია. ვინც ერთ მუნდიალზე გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. 

🟠 კატარის მუნდიალის პირველი ავტოგოლი (აგერდი, მაროკო), თან ტურნირის მე-100 საიუბილეო გოლი გამოდგა. 

🟠 1998 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად (ნიგერია) აფრიკულმა გუნდმა (მაროკო) ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. სულ მეორედ მოხდა, რომ პლეი ოფში ორი აფრიკული გუნდი გავიდა. 

🟠 21-ე საუკუნეში პირველად ბელგიამ დიდ ტურნირებში ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. 

F ჯგუფი

ხორვატია 0:0 ბელგია

ხორვატია (4-1-2-3): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა - ბროზოვიჩი - მოდრიჩი, კოვაჩიჩი (92. მაიერი) - კრამარიჩი (64. პაშალიჩი), ლივაია (64. პეტკოვიჩი), პერიშიჩი

ბელგია (3-4-3): კურტუა - დენდონკერი (72. ტილემანსი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი - მონიე (87. ე. აზარი), ვიტსელი, დე ბრუინი, კასტანი - ტროსარი (59. ტ. აზარი), მერტენსი (46. ლუკაკუ), კარასკო (72. დოკუ)

კანადა 1:2 მაროკო

გოლები: 0:1 ზიეში (4), 0:2 ენ-ნესირი (23. ჰაკიმის პასით), 1:2 აგერდი (41-ავტოგოლი)

კანადა (4-4-2): ბორიანი - ჯონსტონი, ვიტორია, მილერი, ადეკუგბე (61. კოუნი) - დევისი, ოსორიო (65. ლარი), კაიე (60. ჰატჩინსონი), ბუშენენი - ჰოილეტი (76. ვოზერსპუნი), ლარინი (60. დევიდი)

მაროკო (4-1-2-3): ბონო - ჰაკიმი (85. ჯაბრანე), აგერდი, საისი, მაზრაუი - ამრაბატი - უნაი (77. ელ იამიქსი), საბირი (65. ამალა) - ზიეში (76. ჰამდალა), ენ-ნესირი, ბუფალი (65. აბუხლალი).

 

კომენტარები

ბოლო ამბები