Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • ტურნირს 10-11 დეკემბერს აშშ-ს ქალაქი კორალვილი უმასპინძლებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონის ბოლოს მსოფლიოს თასის მოსაგებად იბრძოლებს. პრესტიჟულ გუნდურ ტურნირს 10-11 დეკემბერს აშშ-ს ქალაქი კორალვილი უმასპინძლებს.

აიოვას შტატში მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ტიტულისთვის ბრძოლაში 6 გუნდი ჩაებმება, საიდანაც ხუთს ეს უფლება სექტემბერში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით ერგო და მათ შორის საქართველოც მოხვდა.

ტიტულის მოპოვებას ასევე ეცდებიან აშშ, ირანი, მონღოლეთი და იაპონია, მეექვსე მონაწილე კი მსოფლიოს ნაკრებია, რომელიც მსოფლიო თასს მიღმა დარჩენილი ქვეყნების საუკეთესო ფალავნებით დაკომპლექტდა.

გუნდები უკვე გადანაწილდნენ ორ სამგუნდიან ჯგუფში. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები აშშ და მონღოლეთი იქნებიან, B ჯგუფში კი ირანი, იაპონია და მსოფლიოს ნაკრები მოხვდნენ.

ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, მეორეადგილოსნები კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.), ბექა ლომთაძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.), ტარზან მაისურაძე (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.), სოლომონ მანაშვილი (125 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები