Thumbnail
  • ანორთოსისი 79:62 აპოლონი
  • სანაძის 32 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა

დუდა სანაძის ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში მე-8 ტურში აპოლონს საკუთარ არენაზე უმასპინძლა და მეტოქეს დიდი სხვაობით მოუგო. დუდას მორიგი მაგარი მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 35:22 წუთი გაატარა, რა დროშიც 32 ქულას, 2 მოხსნასა, 5 პასს და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი.

დუდამ კვიპროსის ჩემპიონატში მესამე მატჩი ჩაატარა და ომონიასთან დამყარებული რეკორდი (27 ქულა) გააუმჯობესა. სანაძემ 8-დან 6 ორქულიანი, 12-დან 6 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სანაძის გუნდმა სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო. ანორთოსისი ჩემპიონატის მომდევნო ტურში ლიდერ აპოელ-ს დაუპირისპირდება, რომელსაც ამ სეზონში მატჩი არ წაუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები