Thumbnail

ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები 5 ძიუდოისტითაა წარმოდგენილი. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მხოლოდ ერთი აგრძელებს ასპარეზობას ფინალურ ბლოკში.

ლაშა ბექაურმა (90 კგ) ტოკიოში კარგი სტარტი იყო. მან სამხრეთკორეელ დონჰან გვაკს სძლია, რის შემდეგაც იაპონელი შოიჩირო მუკაიც დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში კიდევ ერთ იაპონელთან დამარცხდა. ბექაურს 10 წუთიან ბრძოლაში კოსუკე მაშიიამამ შიდოების უპირატესობით აჯობა. ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მაშუ ბეიკერი იქნება.


სამწუხაროდ, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ნინო ლოლაძე ასპარეზობას ნაადრევ ეტაპზე დაემშვიდობნენ. ლიპარტელიანმა ცუკასა იოშიდასთან წააგო, რომელიც ფინალში გავიდა და ასევე იაპონელ ჰარუკა ფუნაკუბოს შეხვდება. ლოლაძემ ერთი ეტაპი გაიარა და გერმანლ პაულინ შტარკესთან დამარცხდა.

ეთერ ასკილაშვილმაც (63 კგ) ერთი ეტაპი გაიარა. მას პოლონელმა ანჟელიკა შიმანსკამ აჯობა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 10:30-საათზე დაიწყება, ლაშა ბექაურის ასპარეზობის ხილვა SILK SPORT HD3-ზე შეგიძლიათ.
 

კომენტარები

ბოლო ამბები