- საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ნახევარფინალი და ფინალი მძიმე ბრძოლაში მოიგო
- ქართველმა მორაგბეებმა ტურნირზე 6-დან 5 შეხვედრაში გაიმარჯვეს
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის ღია საერთაშორისო ტურნირის თასი მოიგო. ქართველი მორაგბეები ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ და მეოთხედფინალში WYVERNHARL 15:5 დაამარცხეს. გია ლაბაძისა და ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ტურნირის მოსაგებად ორი უმძიმესი მატჩი მოიგო.
მათ ნახევარფინალში RHINOS-ს 19:17 სძლიეს, ხოლო თასის ფინალში WILD DOGS-ს ერთი ქულით დაამარცხეს - 21:20. ტურნირის პლეი ოფში საქართველოს 7-ქალა ნაკრებმაც ითამაშა, ქართველი გოგონები დუბაის ღია საერთაშორისო ტურნირის თასის მეოთხედფინალში RHINOS-თან 5:36 დამარცხდნენ.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები: სერგი ჩხაიძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ლევან ნარიმანიძე, ირაკლი სიმსივე, ცოტნე კვესელავა, გიორგი ჭუაძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე, ზურა ნინიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ლევან ქუშაშვილი.
მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე
კომენტარები