Thumbnail

თუშიშვილის გამარჯვება ტედი რინერთან გაუქმებულია! რას წერია IJF-ის წერილში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილის მოგება გააუქმა
  • IJF-ის წერილი თვითონ ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა გამოაქვეყნა

ტედი რინერის დამარცხებას გურამ თუშიშვილისგან დიდხანს ველოდით და ქართველმა ძიუდოისტმა ეს გორში გამართულ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, როცა ლეგენდარულ ფრანგს ვაზარით მოუგო და ქართულ კლუბ "მებრძოლს" პარი სენ-ჟერმენის დამარცხებაში დაეხმარა. ამ გამარჯვებამ ქართული ძიუდოს ქომაგი ძალიან გაახარა, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თუშიშვილს რინერთან მოგება გაუუქმეს!

IJF-მ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს წერილი გამოუგზავნა და აცნობა, რომ თუშიშვილის მოგება გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამზე თვითონ ტედი რინერმა გაავრცელა.

'ასეთი შეცდომა მიუღებელია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთ'

''ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გორში გამართულ ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის აშკარა შეცდომა დაფიქსირდა. ევროპის ძიუდოს კავშირთან (EJU) კონსულტაციის შემდეგ, დავადგინეთ, რომ ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება და გამონაკლისს ვერ დავუშვებთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაუქმოთ ვაზარი ტედი რინერთან და ჰანსოკუ-მაკეთი დავსაჯოთ გურამ თუშიშვილი, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს შედეგი არ იმოქმედებს თბილისის მებრძოლისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირებაზე. საუკეთესო სურვილებით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი'', - ვკითხულობთ წერილში.

ევროპოპი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მსოფლიოში ძიუდოს ერთ-ერთი ცნობილი საიტი JudoInside ჩემპიონთა ლიგაზე გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის ცნობილ დაპირისპირებაში გურამ თუშიშვილის მოგებას ეჭვქვეშ აყენებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები