Thumbnail

ირმა ხეცურიანის ოქრო და ნინა თიბილაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ირმა ხეცურიანის და ნინა თიბილაშვილის მედლები ევროპის ჩემპიონატზე
  • საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრშიც იასპარეზებს

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა ნახევარფინალში უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო, ფინალში კი იტალიელი მეტოქე, ბიაჯინი 15:3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე ტურნირზე ასპარეზობისას ნინა თიბილაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. თიბილაშვილმა რაპირით ბრძოლაში მესამე ადგილის მოსაპოვებლად უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით კვირას რაპირის გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები