Thumbnail

არაფრისმთქმელი გამარჯვება - ტაისონ ფიურიმ ჩისორა მეორედ დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიურიმ ჩისორა კარიერაში მეორედ შეაჩერა
  • შემდეგი ოლეკსანდრ უსიკთან დაპირისპირებაა

ტაისონ ფიურიმ მისი WBC ქამარი, ბრიტანულ დერბიში დერეკ ჩისორას წინააღმდეგ დაიცვა, როდესაც გუშინ, ლონდონში, ძველი მეტოქე მეორედ დაამარცხა.

მათ შორის პირველი ბრძოლა 2014 წელს გაიმართა და ტოტენჰემ ჰოთსპურის სტადიონზე გამართული ჩხუბის მსგავსად, ისიც ჩისორას მე-10 რაუნდში შეჩერებით დასრულდა.

ჩისორას რინგზე კარგი დღეები წარსულს ჩაბარდა, ბრიტანელმა მე-13 ბრძოლა წააგო და აქედან მეოთხე ბოლო 5 დაპირისპირებაში. ფიურიმ კი დილიან უაითთან გამარჯვების შემდეგ მორიგი მოსაწყენი ჩხუბი მოიგო.

კრივის ქომაგებმა ფიურის და ჯოშუას დაპირისპირება ვერა და ვერ იხილეს, ბრიტანელი ოლიმპიელი ჯოშუა, უაილდერთან და ფიურისთან ბრძოლებს წლებია თავს არიდებს.

ჩხუბის ბოლოს, ოქტაგონზე IBF, IBO, WBO და WBA ქამრების მფლობელი უკრაინელი, ოლეკსანდრ უსიკი გამოჩნდა.

"95 კილოგრამით მსუბუქი ჯუჯა ხარ. ერთ უკრაინელს (ვლადიმერ კლიჩკო) უკვე მოვუღე ბოლო, ახლა შენი ჯერია." - მიმართა ფიურიმ უსიკს. ფიურის თქმით, თუ უსიკთან ბრძოლა არ შედგება ის ტიტულისთვის - ჯო ჯოისის წინააღმდეგ იჩხუბებს, რომელიც დაუმარცხებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები