Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ქართველი ძალოსანი 7 დეკემბერს იასპარეზებს
  • ბოგოტაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება, სადაც ხვალიდან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება.

გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს სამხრეთ ამერიკაში 10 სპორტსმენი ჰყავს წაყვანილი და მათ შორის პლანეტის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც (+109 კგ.) იმყოფება, რომელიც ეცდება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიგო.

ლაშა ტალახაძე ამჯერადაც ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი იქნება
📷 | საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

ბოგოტაში დაგეგმილი ტურნირი იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ სწორედ იქ იწყება ბრძოლა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის. მსოფლიოს პირველობაზე ქართველ ძალოსნების გამოსვლის განრიგი (თბილისის დროით) ასე გამოიყურება:

7 დეკემბერი 20:30 სთ. გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.)
8 დეკემბერი  01:30 სთ. შოთა მიშველიძე (61 კგ.)
8 დეკემბერი 23:00 სთ. გურამ გიორბელიძე (67 კგ.) 
9 დეკემბერი 23:00 სთ. კახი ასანიძე (73 კგ.) 
12 დეკემბერი 04:00 სთ. რევაზ დავითაძე (89 კგ.) 
12 დეკემბერი 23:00 სთ. ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.) 
14  დეკემბერი 04:00 სთ. ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
16 დეკემბერი 04:00 სთ. გიორგი ჩხეიძე/ზაზა ლომთაძე (109 კგ.) 
17 დეკემბერი 01:30 სთ. ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)

შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატს უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა უმასპინძლა და ტალახაძის გარდა, კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ ორმა ქართველმა ძალოსანმა მოახერხა: ვერცხლის მედალს დაეუფლა შოთა მიშველიძე (61 კგ.), ბრინჯაო კი რევაზ დავითაძემ (89 კგ.) აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები