Thumbnail

საქართველოს სიურპრიზი! PLANETRUGBY-მ ბორჯღალოსნების წელი შეაჯამა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს პირველი დონის ორი ქვეყანა დაამარცხა
  • PLANETRUGBY-მ ბორჯღალოსნების ბრწყინვალე თამაშს სიურპრიზი უწოდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2022 წელს იტალია და უელსი დაამარცხა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი დონის ორ ქვეყანასთან დამსახურებული გამარჯვებები მოიპოვა.

'ბორჯღალოსნების' გამარჯვებებსა და 2022 წელს ნაჩვენებ შედეგს PLANETRUGBY გამოეხმაურა. მათ დაწერეს, რომ საქართველომ რაგბის ქომაგს სიურპრიზი მოუწყო.


''საქართველომ რაგბის ქომაგს სიურპრიზი მოუწყო, რადგანაც მათ უელსის დამარცხება პირველად შეძლეს. ქართველმა მორაგბეებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხედ მოიგეს და ჯამში მე-14 ტიტულს დაეუფლნენ. მათ 10-დან 7 მატჩი მოიგეს, ერთი შეხვედრა პორტუგალიასთან ფრე დაასრულეს და ორჯერ დამარცხდნენ: არგენტინა XV-თან და სამოასთან.

საქართველომ სტუმრად პირველად მოიგო ექვსი ერის ქვეყნასთან. მათი შერკინება უძლიერესია და უელსთან შესანიშნავად ითამაშეს - გადამწყვეტი ჯარიმა მოიპოვეს და მატჩიც მოიგეს'', - წერს PLANETRUGBY.

სტატიაში ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მორაგბეებზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ნაკრებს უელსთან მატჩში გელა აფრასიძე და გიორგი კვესელაძე ვერ დაეხმარნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის ახალი სეზონი თებერვალში დაიწყება, როდესაც ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები