Thumbnail
  • ისრაელი წლის დასკვნით შეჯიბრს 20-22 დეკემბერს უმასპინძლებს
  • იერუსალიმში უძლიერეს ქართველ ძიუდოისტებს ვიხილავთ

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით წარსდგება იერუსალიმის მასტერსზე, რომელსაც ისრაელის ქალაქი 20-22 დეკემბერს უმასპინძლებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლო შეჯიბრზე 14 ძიუდოისტი წავა და მათ შორის, ფაქტობრივად ყველა ლიდერს ვხედავთ.

განსაკუთრებით დატვირთული 90 და 100 კგ-მდე წონითი კატეგორიებია, სადაც ჯამში 7 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ამას გარდა, 2 წარმომადგენელი გვეყოლება ქალებში, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

საქართველოს ძიუდოს ნაკრები მასტერსზე

გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი (ყველა – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე (ყველა – 100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შარშან მასტერსი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდა და საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 მედალი იყო. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) გახდნენ, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ვერცხლი მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა ბექაური (90 კგ.) კი ბრინჯაოებს დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები