- ჩვენს YouTube-ზე "გასვლითი შეხვედრის" მე-4 ეპიზოდის პრემიერა შედგა
- ამჯერად პოზნანში ჩავედით, სადაც ნიკა კვეკვესკირს და გიორგი წიტაიშვილს შევხვდით
- როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე
ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის მეოთხე ეპიზოდი გამოქვეყნდა.
"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავა იყო. მეორე ეპიზოდის გადასაღებად ლიონში ჩავედით, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დავით ნინიაშვილს და ბექა საღინაძეს შევხვდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა გრაცში, ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც ავსტრიული შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
ახლა კი მეოთხე სერია გამოვაქვეყნეთ, რომელსაც ორი სტუმარი ჰყავს: ეროვნული გუნდის ფეხბურთელები - ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. გამოცდილ ცენტრალურ ნახევარმცველს და ნიჭიერ გარემარბს პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვესტუმრეთ - როგორც იცით, კვეკვესკირი და წიტაიშვილი ლეხში ერთად თამაშობენ. ეს ვიდეო მათ ახლოს გაგაცნობთ. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
კომენტარები