Thumbnail

ტიტე ბრაზილიის ნაკრებს აღარ გაწვრთნის! 61 წლის სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა დაკავებული თანამდებობა მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიასთან განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა. "სელესაოს" უკვე ყოფილმა თავკაცმა გუნდიდან წასვლა თავადვე დაადასტურა.

ტიტემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ნაკრებიდან 2022 წლის მუნდიალის შემდეგ წასვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.

"მტკივნეული მარცხი იყო, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ. ეს ჩემი ციკლის დასასრულია. გადაწყვეტილება წლინახევრის წინ მივიღე. ორპირი ადამიანი არ ვარ. დრამას არ ვქმნი, რათა დავრჩე. ვინც მიცნობს, ეს იცის. როგორი პერიოდი ჰქონდა ნაკრებს ჩემს ხელში? ამას დრო გვიჩვენებს. ახლა, არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ შესრულებული სამუშაო შევაფასო. დროთა განმავლობაში ამას თქვენ გააკეთებთ. ტურნირიდან გავარდნის შემდეგ, ამაზე ვერ ვისაუბრებ".

ბრაზილიის ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 

ტიტე ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. "სელესაომ" მისი ხელმძღვანელობით ერთი ტიტულის მოგება შეძლო - 2019 წლის კოპა ამერიკა.

კომენტარები

ბოლო ამბები