Thumbnail
  • ნიდერლანდებისა და არგენტინის შეხვედრა დაძაბული გამოდგა 
  • ფიფა მე-12 და მე-16 მუხლების დარღვევას იძიებს

ფიფამ ნიდერლანდებისა და არგენტინის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მიმდინარე მუნდიალზე გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ფეხბურთელებს შორის ხშირად იყო ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება.

ფიფა ნიდერლანდელებს ერთ მე-12 (მოთამაშეებისა და ოფიციალური პირების არასწორი საქციელი) , ხოლო არგენტინელებს ორ მე-12 და მე-16 (წესრიგი და უსაფრთხოება მატჩების მიმდინარეობისას) მუხლების დარღვევაში ედავება. საქმეს ფიფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით არაა ცნობილი დარღვევის დადასტურების შემთხვევაში რა ტიპის სასჯელი ელით დამნაშავეებს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება არგენტინის ნაკრების რამდენიმე მოთამაშეზეც დაიწყება. საუბარია ემილიანო მარტინესის, ლიონელ მესისა და ლეანდრო პარედესზე. მარტინესმა და მესიმ შეხვედრის შემდეგ მატჩის მთავარ მსაჯზე მატეო ლაოსზე უარყოფით კონტექსტი ისაუბრეს, ხოლო პარედესს სასჯელი მოედანზე გამოვლენილი საქციელის გამო ემუქრება.

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ლიონელ სკალონის გუნდი უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ხორვატიის წინააღმდეგ 13 დეკემბერს 23:00 საათზე გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები