- აპოელ 89:90 ანორთოსისი
- დუდა სანაძის 20 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა
დუდა სანაძის ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში მე-9 ტურში აპოელ-ს ესტუმრა და მეტოქეს უმძიმეს ბრძოლაში მოუგო. დუდამ პარკეტზე 44:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულას, 3 მოხსნას, 3 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.
დუდამ პირველ ნახევარში 8 ქულა ჩააგდო და ბოლო მეოთხედში საოცრად ითამაშა. მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულას აგებდა, სანაძემ კი მეორე ტაიმში 12 ქულა დააგროვა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 78:78. ანორთოსისმა ოვერტაიმი 1 ქულის სხვაობით მოიგო და აპოელ-ი ამ სეზონში პირველად დამარცხდა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
სანაძის გუნდმა სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო. ანორთოსისი ჩემპიონატის მომდევნო ტურში ახილეასს დაუპირისპირდება. დუდას კლუბს 12 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
კომენტარები