Thumbnail
  • ხუვენტუდ ბადალონა 78:69 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ხუვენტუდ ბადალონას წინააღმდეგ ითამაშა და დამარცხდა. მასპინძლებმა მატჩი 9 ქულით მოიგეს - 78:69.

ტენერიფე ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტ 10 წუთში კატასტროფულად ითამაშეს და 18 ქულით წააგეს - 12:30. ტენერიფემ სეზონში მეორე შეხვედრა დათმო.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21:26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს 18 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს. შერმადინის კლუბი მე-12 ტურში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები