Thumbnail
  • სპაერი 3:1 (4:5 პენალტები) გაგრა
  • გაგრამ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში სპაერმა საკუთარ მოედანზე გაგრა მიიღო და

პირველი შეხვედრა გაგრამ 2:0 მოიგო, თუმცა სპაერმა მეტოქის უპირატესობის გაბათილება შეძლო. 35-ე წუთზე ლევან პაპავას პასით ანგარიში რატი ცაცკრიალაშვილმა გახსნა, 48-ე წუთზე პაპავამ პენალტი ზუსტად შეასრულა. მატჩის ძირითადი დრო სპაერმა 2:0 მოიგო და დამატებითი დრო დაინიშნა. 

პირველ დამატებით ტაიმში ორი გოლი გავიდა. 95-ე წუთზე ნოდარ ლომინაძის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი ზუსტად თამაზ მაქაცარიამ შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, 3 წუთში ლევან პაპავამ დუბლი შეასრულა და სპაერის 2-ბურთიანი უპირატესობა აღადგინა. შეხვედრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ.

11-მეტრიანები უკეთესად გაგრას ფეხბურთელებმა შეასრულეს. სპაერის მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ 1 პენალტი მოიგერია, გაგრელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ოლეკსანდრ ვორობეიმ 2 პენალტი აიღო და თავისი გუნდი ეროვნულ ლიგაში დატოვა. 

სპაერი 3:1 (4:5 პენალტები) გაგრა 

გოლები: 1:0 ცაცკრიალაშვილი (35), 2:0 პაპავა (48. პენ), 2:1 მაქაცარია (95. პენ), 3:1 პაპავა (98).

კომენტარები

ბოლო ამბები