Thumbnail

NBA-ს 3-გზის ჩემპიონი და ლებრონ ჯეიმსის პირველი მწვრთნელი გარდაიცვალა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • პოლ საილასი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • იგი ერთ-ერთ საუკეთესო დაცვით მოთამაშედ ითვლებოდა
  • საილასი ლებრონთან ერთად კლივლენდში მუშაობდა

საკალათბურთო სამყარო პოლ საილასის გარდაცვალებას გლოვობს - NBA-ს 3-გზის ჩემპიონი და ლებრონ ჯეიმსის პირველი მთავარი მწვრთნელი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პოლ საილასმა NBA-ში 16 სეზონი გაატარა. მან ყველაზე დიდ წარმატებას ბოსტონ სელტიკსში თამაშის დროს მიაღწია - 1974 და 1976 წლებში ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო სამი წლის შემდეგ სიეტლ სუპერსონიკსთან ერთად მესამე საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა. საილასი თავის თაობაში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვით მოთამაშედ ითვლებოდა. იგი ზედიზედ 7 სეზონის განმავლობაში ორმაგ დუბლს აფიქსირებდა, ამ მხრივ, ყველაზე გამორჩეული 1971-72 წლების სეზონი იყო, როცა ერთ მატჩში საშუალოდ 17,5 ქულას, 11,9 ქულასა და 4,3 პასს ასრულებდა. 
 
პოლ საილასმა სამწვრთნელო კარიერა 1980 წელს დაიწყო, მან სამი წელი სან დიეგო კლიპერსში გაატარა, შემდეგ კი 11 წელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავა ( ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, ფინიქსი, ჩიკაგო). NBA-ს 3-გზის ჩემპიონისა და ლებრონ ჯეიმსის გზები 2003 წელს გადაიკვეთა, როცა “ბრონი” კლივლენდში თავის გენიალურ კარიერას იწყებდა. საილასმა ლებრონთან ერთად 2 წელი გაატარა, მის ხელში ახალწვეული ჯეიმსი სუპერვარსკვლავივით თამაშობდა.

საილასმა სამწვრთნელო კარიერა შარლოტში დაასრულა

საილასმა სამწვრთნელო კარიერა 2011-12 წლის სეზონში დაასრულა, მისი ბოლო გუნდი შარლოტი იყო. მაიკლ ჯორდანი NBA-ს გამორჩეული ფიგურის გარდაცვალებას შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: “წარმოუდგენელი ლიდერი და მოტოვატორი, ჩვენს თამაშში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები