Thumbnail

ხორვატიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რობერტ იარნი არგენტინასთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეტოქისგან პროვოკაციებს ელის, რასაც მისი თანამემამულეები არ უნდა აჰყვნენ.

რობერტ იარნი: “რა უნდა გითხრათ არგენტინაზე? ვიცი, რომ პროვოკაციები უყვართ. ყველაფერს აკეთებენ, რათა მსაჯს მეტოქის ფეხბურთელი გააძევებინონ. თავის ქვეყანაში ხისტად თამაშობენ და ფეხებში ვარდნები ძალიან ხშირია. ესაა მათი სტილი. ჩვენი ფეხბურთი სხვაგვარია. იმედია მაქვს, მათ მახეში არ გავებმებით”.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე 54 წლის იარნი ხორვატიის ნაკრებში 1990-2002 წლებში თამაშობდა და 81 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მან 1998 წლის მუნდიალზე ეროვნულ გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. რობერტი დიდი ხანი იყო ხორვატიის ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების მხრივ, სანამ მისი შედეგი დარიო შიმიჩმა არ გადაფარა. ამჟამად, ის ქვეყნის 17 წლამდე ნაკრების თავკაცია.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებები კატარში მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშებენ. მატჩი დღეს ლუსაილშია დაგეგმილი და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის უმჯობესს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები