- ლიონელ მესის კომენტარი ხორვატიასთან მატჩის შემდეგ
- ალვარესის დუბლით - მესის ოცნების ტიტულს მოგებაღა აშორებს
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატია 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩის შემდეგ არგენტინულ მედიასთან ლიონელ მესიმ ისაუბრა და თქვა, რომ ფინალში ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვების მოსაპოვებლად.
"თავში ბევრი აზრი მიტრიალებს. ძალიან ემოციურია ამ ყველაფრის ნახვა, ამ ხალხის, ჩვენი ოჯახების. მთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში რაც განვიცადეთ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ფინალსაც ვითამაშებთ, რაც ჩვენი მიზანი იყო. აქ იმისათვის ვართ, რომ შანსი გამოვიყენოთ. ამ მუნდიალიდან ბევრი ემოცია და გამოცდილება მივიღე. პირველივე დღიდან ამ გუნდის მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი წავაგეთ. ვფიქრობ, ჩემს ოჯახზე, რომელიც ყოველთვის თან მახლავს. ამ წარმატებით არგენტინელებთან ერთად ვისიამოვნებთ.
ეს ყველაფერი, რასაც მუნდიალის დასაწყისიდან ვხედავთ, რაც ყოველ მატჩში ხალხისგან ჩანს, აქაც და არგენტინაშიც, სიგიჟეა. ვიცით, როგორი გუნდი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია. ფავორიტები არ ვიყავით, მაგრამ ვიცოდით, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება და ვიცოდით, რომ არავის არაფერს დავუთმობდით. ეს დავამტკიცეთ და არგენტინა კვლავ ფინალშია.
დეტალები ცვლის თამაშს, მაგრამ ეს გუნდი ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა. მოდი, ვისიამოვნოთ, რასაც ამ მუნდიალზე ვაკეთებთ, ფინალშიც მაქსიმუმის გაკეთებას ვაპირებთ, ყველაფერს გავიღებთ, რომ თასი მოვიპოვოთ, ახლა კი ამ შესანიშნავი მომენტით უნდა დავტკბეთ", - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ფინალში მეექვსედ გავიდა, მისი მეტოქე კი საფრანგეთისა და მაროკოს შეხვედრაში გაირკვევა.
კომენტარები