- გარი ნევილის კომენტარი პირველ ტაიმში დანიშნულ პენალტზე
- ალვარესის დუბლით - მესის ოცნების ტიტულს მოგებაღა აშორებს
მუნდიალის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია და ისტორიაში მეექვსედ გავიდა ფინალში. მატჩის ერთ-ერთი მთავარი გარდამტეხი ეპიზოდი 32-ე წუთზე მოხდა, როცა ხულიან ალვარესი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ის დომინიკ ლივაკოვიჩმა მოცელ-zა.
იტალიელმა არბიტრმა ამ ეპიზოდში უყოყმანოდა დანიშნა პენალტი, ის VAR-ზეც კი არ გადამოწმებულა. მსაჯმა ჩათვალა, რომ ალვარესი დარტყმის მერე თამაშიდან არ გამოთიშულა და რომ არა მეკარესთან შეჯახება, ის გოლის გატანას შეეცდებოდა.
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მწვრთნელი და საფეხბურთო სპეციალისტი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ პენალტი არ ყოფილა: "ეს პენალტი საერთოდ არ უნდა დანიშნულიყო, ლივაკოვიჩმა ფაქტობრივად, მხოლოდ მარჯვნივ გადადგა ნაბიჯი, ის გაჩერდა ალვარესის დარტყმამდე, შემდეგ კი არგენტინელი მას გამოედო. რა უნდა ექნა მეკარეს ასეთ სიტუაციაში? მას ალვარესის მიმართულებით რომ გაეგრძელებინა მოძრაობა, მაშინ, კი, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ლივაკოვიჩი გაჩერდა", - ციტირებს ნევილს Mirror.
კომენტარები