- ლუკა მოდრიჩმა იტალიელი მსაჯი დანიელე ორსატო გააკრიტიკა
- ალვარესის დუბლით - მესის ოცნების ტიტულს მოგებაღა აშორებს
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა დანიელე ორსატო გააკრიტიკა. 37 წლის ფეხბურთელი ფიქრობს, რომ იტალიელ მსაჯს არგენტინელთა სასარგებლოდ პენალტი არ უნდა დაენიშნა. მოდრიჩმა ორსატოს კატასტროფა უწოდა.
"როგორც წესი, მსაჯებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ახლა შეუძლებელია ეს არ გავაკეთო. ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვისაც ვიცნობ და ეს აზრი დღეს არ გამჩენია. ის კატასტროფაა", - თქვა მოდრიჩმა იტალიელ არბიტრზე და განაგრძო:
"თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, სანამ გარდამტეხი ეპიზოდის დრო მოვიდა. პენალტამდე ჩვენი შეტევა იყო, სადაც კუთხური უნდა დანიშნულიყო, რომელიც მსაჯმა ვერ შეამჩნია, მომდევნო შეტევაში კი ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც საერთოდ არ იყო, რადგან სწორედ ალვარესი ცდილობდა ჩვენს მეკარესთან კონტაქტი მოეძებნა და არა პირიქით. მაინტერესებს, როგორ შეიძლება ასეთი პენალტის დანიშვნა? თუმცა, რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია".

მოდრიჩმა არგენტინას გამარჯვება მაინც მიულოცა: "მიუხედავად ამისა, არგენტინას ვულოცავ. მესის ვუთხარი, რომ თასის მოგებას ვუსურვებ, რადგან ის ისტორიაში საუკეთესოა და ამას იმსახურებს".
ლუკასთვის მესამე ადგილისთვის მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია: "ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მესამე ადგილისთვის ფინალის მოგება უნდა ვცადოთ, რადგან მუნდიალზე მესამე ადგილი ჩვენთვის წარმატება იქნება".
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები 17 დეკემბერს, საფრანგეთისა და მაროკოს შეხვედრაში დამარცხებულს დაუპირისპირდება.
კომენტარები