Thumbnail
  • ჰენრი სეხუდო შონ ო'მალისა და პედი პიმბლეტის' დაუმსახურებელ მოგებებზე იხუმრა
  • 'ტრიპლ სი' ალჯამეინ სტერლინგთან საჩემპიონო ბრძოლისთვის ემზადება

UFC-ის ყველაზე მსუბუქი და სუპერმსუბუქი დივიზიონების ყოფილმა ჩემპიონმა, თავისუფალი სტილით ჭიდაობის ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ჰენრი სეხუდომ ტვიტერზე შონ ო’მალისა (16-1) და პედი პიმბლეტს (20-3) ტვიტერზე დასცინა. 

კვირას გამართულ ბრძოლაში პედის ჯარედ გორდონთან (19-6) მსაჯებმა ძალიან საკამათო გამარჯვება მიანიჭეს, რომელიც MMA სამყარომ ქურდობად შეაფასა. 22 ოქტომბერს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით შონ ო’მალიმ პიოტრ იანი (16-4) დაამარცხა, რომელიც ასევე დიდ უსამართლობად ჩაითვალა. ამერიკელმა გუშინ დაწერა, რომ ტიტულზე ჩხუბი ივლისში უნდა, ჰენრიმ და ალჯამეინ სტერლინგმა (22-3) მარტში იბრძოლონ, გადადება არ მსურსო. სეხუდოს ტვიტის ინსპირაციაც ეს კომენტარი გახდა. 

სეხუდო: "შენ პედის უნდა ეჩხუბო. მსაჯები დაიბნევიან, ვერ გაარკვევენ ვინ უნდა გაძარცვონ." 

ო'მალი: "მოკეტე და ბურიტო (მექსიკური კერძი) გამიკეთე." 

სეხუდო: "ბურიტოს პიოტრ იანს გავუკეთებ, მსაჯები მაინც შენ მოგცემენ." 

'შუგა' ამჟამად სუპემსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე გახლავთ, მეორე პოზიციაზე პიოტრ იანია, მესამეზე კი მერაბ დვალიშვილი. ჰენრი სეხუდო ოქტაგონს სატიტულო მატჩში უბრუნდება. ალჯოსა და 'ტრიპლ სის' ბრძოლა გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა ზუსტი თარიღი, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები