Thumbnail

20 წლის ხორვატ მცველ იოშკო გვარდიოლს ფანტასტიკური მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს, თუმცა ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებთან ერთ ეპიზოდში ის ძალიან დაჩაგრა ლიონელ მესიმ, ეპიზოდი კი საგოლე პასით დაასრულა. ლაიპციგის ცენტრალურმა მცველმა სწორედ ამ ეპიზოდზე გააკეთა კომენტარი:

"არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც შეცდომებს არ უშვებს, მით უმეტეს, მცველი. შეცდომები სპორტის განუყოფელი ნაწილია. შეცდომებს მომავალშიც დავუშვებ, უბრალოდ, შევეცდები, რომ ისინი, რაც შეიძლება, ცოტა იყოს.
მესის წინააღმდეგ აქამდეც მითამაშია, მაგრამ ის სრულად სხვა ფეხბურთელია, როცა ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობს. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა". 

შეგახსენებთ, რომ კატარის მუნდიალის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. ახლა გვარდიოლის ნაკრები 17 დეკემბერს მაროკოს წინააღმდეგ მე-3 ადგილისთვის მატჩი ელის, ხოლო მესის გუნდს 18-ში მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან ფინალი ელის. იოშკო გვარდიოლმა მუნდიალზე ყველა მატჩი შუეცვლელად ითამაშა და ფანების და სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლო ამბები